ჰამშიკმა მარადონას რეკორდი გააუმჯობესა

მარეკ ჰამშიკმა “ნაპოლის” ლეგენდის დიეგო მარადონას რეკორდი გააუმჯობესა და სამუდამოდ ჩაწერა თავისი სახელი კლუბის ისტორიაში.

ეს მოვლენა ისტალიის სერია ა-ს მე-18 ტურის შეხვედრაში “სამპდორიის” წინააღმდეგ მოხდა, ჰამშიკმა დრის მერტენსის გადაცემა გამოიყენა და “ნაპოლის” მაისურით სარეკორდო 116-ე ბურთი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკ ნახევარმცველს “ნაპოლის” რიგებში 10 სეზონი აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები