1! 2! 3! და მესის გადაუსწრო…

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა 2017 წელს გატანილი გოლების რაოდენობით ლეო მესის გადაასწრო.

გუშინ პრემიერლიგის მორიგ ტურში „საუთჰემპტონის“ (5:2) წინააღმდეგ კეინმა ჰეთ–თრიკი შეასრულა და ამრიგად, კალენდარულ წელიწადში გატანილი ბურთების მიხედვით 56 გოლით გალიდერდა.

54 გოლი აქვს მესის, შემდეგ კი 53–53 ბურთით რობერტ ლევანდოვსკი, ედინსონ კავანი და კრიშტიანუ რონალდუ მოდიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ კეინმა კალენდარულ წელიწადში პრემიერლიგაში მეექვსედ შეასრულა ჰეთ–თრიქი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები