ჩხუბი მანჩესტერში

443

“მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ კედლებში დათმო შეხვედრა “მან სიტისთან” ინგლისის ჩემპიონატში.

The Telegraph-ის ინფორმაციით საფინალო სასტვენის შემდეგ გასახდელში ფეხბურთელებს და მწვრთნელებს შორის რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

ჟოზე მოურინიოს არ მოეწონა თუ როგორ აღნიშნავდნენ სტუმრები გამარჯვებას ხმამაღალი მუსიკის ფონზე, სწორედ ეს გახდა კონფლიქტის საწინდარი.

პორტუგალიელმა სთხოვას “სიტის” ფეხბურთელებს პატივისცემა გამოეხატათ მეტოქის მიმართ, რის შემდეგაც მას და ედერსონს შორის შელაპარაკება მოხდა. შემდგომ მათ ხმამაღლა დაიწყეს პორტუგალიურად საუბარი, რის შემდეგაც კონფლიქტში ორივე კლუბის სხვა ფეხბურთელებიც ჩაებმნენ.

წყარო იტყობინება, რომ ჟოზეს პლასტიკური ბოთლი მოხვდა თავში, ასევე მას რძე გადაასხეს. რაც შეეხება ხოსეპ გუარდიოლას ასისტენტ მიკელ არტეტას, მან “ოლდ ტრაფორდი” გახეთქილი წარბით დატოვა.