
გუშინ “ლეიკერსის” და “გოლდენ სტეიტის” დაპირისპირების შესვენებისას გაიმართა ცერემონია, რომელშიც კობი ბრაიანტის სათამაშო ნომრები იქნა ამოღებული წარმოებიდან.
შეგახსენებთ, რომ კობი მთელი კარიერის განმავლობაში, რომელიც 1996-2016 წლებს მოიცავს, “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ღირსებას იცავდა და მათთან ერთად 5 ჩემპიონობა იზეიმა.
ამერიკელი 8 ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა, ხოლო 2006/07 სეზონიდან 24 ნომრიან მაისურს ირგებდა.