ბარსელონა კოუტინიოს 150 მილიონად შეიძენს

452

ბარსელონა ახლოსაა “ლივერპულის” ნახევარმცველ ფელიპე კოუტინიოს შეძენასთან, იტყობინება Sport.es.

წყაროს ცნობით “კულეები” 25 წლის ბრაზილიელში 150 მილიონ ევროს გადაიხდიან.

კოუტინიო 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი ყოველწლიური ანაზღაურება 12 მილიონ ევროს გაუტოლდება.

მიმდინარე სეზონში ფელიპემ “ლივერპულის” შემადგენლობაში 17 თამაში ჩაატარა, რომლებშიც 10 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.