ატლეტიკოს ობამეანგის ყიდვა 70 მილიონად შეუძლია

429

“მადრიდის ატლეტიკო” მზადაა “დორტმუნდის ბორუსიის” თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეანგი შეიძინოს.

გაბონელმა ფორვარდმა შესაძლოა კარიერა “ატლეტიკოს” რიგებში გააგრძელოს. ესპანური პრესის ცნობით მადრიდელები მზად არიან პიერ-ემერიკის შესაძენად 70 მილიონი ევრო გადაიხადონ.

შეგახსენებთ, რომ Bild-ის ცნობით ობამეანგმა “ყვითლებთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა, თუმცა შემდგომ თავად გაბონელმა უარყო ეს ინფორმაცია.

მიმდინარე სეზონში ობამეანგმა 23 თამაშში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 21 გოლი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა.