პერესი – ბენზემას: “ეს შენი ბოლო კლასიკო იყო”

441

“რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კარიმ ბენზემას კლასიკოში თამაშით უკმაყოფილო დარჩა.

მატჩის დასრულების შემდგომ ესპანურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ ბენზემა “რეალს” ზამთრის სატრასფერო ფანჯრის დროს დატოვებს.

ბრიტანული Express-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესმა კარიმს განუცხადა, რომ ეს მისთვის ბოლო კლასიკო იყო “რეალის” შემადგენლობაში.

თავის მხრივ ესპანური Don Balon იუწყება, რომ “მადრიდელები” ფორვარდს ზამთრის ტრანსფერზე დააყენებენ.

ფრანგის სავარაუდო შემცვლელებად მაურო იკარდი და ჰარი კეინი მოიაზრებიან.