სეზონის პირველი ნაწილის სიმბოლურში სიტის 8 ფეხბურთელი მოხვდა

490

საერთაშორისო გამოცემა Goal.com – მა სეზონის პირველი ნაწილის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

მასში “სიტის” 8 ფეხბურთელი მოხვდა, ასევე “იუნაიტედის” “ბარნლის” და “ლივერპულის” თითო-თითო მოთამაშე.

დავიდ დე ხეა – კაილ უოკერი, ნიკოლას ოტამენდი, ჯეიმს ტარკოვსკი, ფაბიან დელფი – ფერნანდინიო, დავიდ სილვა, კევინ დე ბრუინი – რახიმ სტერლინგი, ლეროი სანე, მოჰამედ სალაჰი.

შეგახსენებთ, რომ “მან სიტი” პრემიერ-ლიგის ლიდერია და მეორე ადგილოსან “იუნაიტედს” 13 ქულით უსწრებს.