ბაირონ სკოტი: “ლებრონის ლეიკერსში გადასვლის შანსები 50/50-ზეა”

509

ყოფილი კალათბურთელი და “ლეიკერსის” მთავარი მწვრთნელი ბაირონ სკოტი თვლის, რომ კალიფორნიელებს საკმაოდ კარგი შანსები აქვთ ლებრონ ჯეიმსის დამატებასთან დაკავშირებით.

“ლებრონის ლეიკერსში გადასვლის შანსები 50/50ზეა. ასეთი ვარიანტი მართლაც შესაძლებელია. ვისთან ერთად გადავა ლებრონი? პოლ ჯორჯთან ერთად” – განაცხადა სკოტმა TMZ-ს კორესპონდენტთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ლებრონის მიმდინარე ხელშეკრულება “კავსთან” 2018 წელს იწურება.