დურანტი: ” მე და ლებრონი ერთ დონეზე ვართ”

452

“გოლდენ სტეიტის” ფორვარდმა განაცხადა, რომ ის და ლებრონ ჯეიმსი საკალათბურთო ოსტატობის ერთ დონეზე იმყოფებიან.

“ხალხმა ნახა როგორ ვთამაშობ უმაღლეს დონეზე, როგორ ვთამაშობ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც ხშირად ყველა დროის საუკეთესოს უწოდებენ. მე მგონია, რომ მასთან შედარება დავიმსახურე”

“მე ტიტულებზე და მიღწევებზე არ მაქვს საუბარი. რაც შეეხება საკალათბურთო ოსტატობას და უნარებს მე ლებრონთან ერთ დონეზე ვარ. როდესაც მე ჩავაგდე გადამწყვეტი სამქულიანი ფინალის მესამე შეხვედრაში, ლებრონმა მითხრა: “კეთილი იყოს შენი მობრძანება” – ციტირებს დურანტს The San Jose Mercury News.