გუარდიოლა: “ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია”

635

“სიტის” თავკაცი თვლის რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე მაღალი შანსები კატალონიელებს აქვთ.

გუარდიოლამ “ნიუკასლთან” გამარჯვების შემდგომ ინტერვიუში თავის გუნდის ევროასპარეზობის პერსპექტივებზე ისაუბრა.

– “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი პრეტენდენტია?

– რომელ კლუბში თამაშობს მესი?

– “ბარსელონაში”

– მაშინ სწორედ ისინი არიან ტურნირის ფავორიტები, – განაცხადა გუარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ გუარდიოლა და მესი ერთად მუშაობდნენ “ბარსელონას” რიგებში. მათ ერთად მოიგეს ჩემპიონთა ლიგა 2009 და 2011 წლებში.