მხითარიანს დორტმუნდში დაბრუნება სურს

433

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველს “დორტმუნდის ბორუსიაში” დაბრუნება სურს.

Bild-ის ინფორმაციით, მხითარიანს კვლავ “ყვითლებში” სურს ასპარეზობა. ჰენრიხს “იუნაიტედის” თავკაცთან პრობლემები აქვს და ვერ იღებს საკმარის სათამაშო დროს “წითელი ეშმაკების” რიგებში. სწორედ ამიტომ მას სურს სხვა კლუბში გადასვლა და კარიერაში ახალი ნაბიჯის გადადგმა. მოურინიო მზადაა გაუშვას მხითარიანი, თუკი “მანჩესტერი” მის სანაცვლოდ სათანადო შემოთავაზებას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ დორტმუნდის ხელმძღვანელობამ მხითარიანის ტრანსფერს თითქმის შეუძლებელი უწოდა. სომეხი ფეხბურთელით ასევე “ინტერი” ინტერესდება.

მიმდინარე სეზონში მხითარიანმა 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.