აზარმა ჩელსის უარი უთხრა და რეალში გადასვლას ელოდება

467

“ლურჯების” ნახევარმცველი ედენ აზარი კვლავ ფიქრობს რეალში გადასვლაზე მომავალ ზაფხულს.

“ჩელსიმ” აზარს წელიწადში 15 მილიონზე მეტი შესთავაზა, თუმცა ფეხბურთელი არ ჩქარობს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას.

ამის შესახებ ფეხბურთელის მამამ განაცხადა.

“ვადასტურებ, რომ ჩემმა შვილმა “ჩელსის” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განუცხადა. თუკი რეალი მისით დაინტერესდება, მას უნდა რომ ხელსაყრელ ვითარებაში იყოს და არ ჰქონდეს რომელიმე კლუბთან გრძელვადიანი ხელშეკრულება. რეალი მისი ოცნების გუნდია. მიუხედავად ამისა, ჯერ-ჯერობით არაფრისთვის ხელი არ მოგვიწერია” – განაცხადა უფროსმა აზარმა.

შეგახსენებთ, რომ აზარის მიმდინარე ხელშეკრულება “ჩელსისთან” 2020 წლამდე მოქმედებს.