ბარსა გორეცკას იყიდის და 5 ფეხბურთელს დაემშვიდობება

463

“ბარსელონა” ლეონ გორეცკას ყიდვას და 5 ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას გეგმავს.

El Mundo Deportivo და Diario Sport ირწმუნებიან, რომ კლუბს შემდეგი 5 ფეხბურთელი დატოვებს:
რაფინია იჯარით გადავა “სელტაში”, დეულოფეუ სრული ტრასნფერით “ინტერში”, ალეიშ ვიდალი “სევილიას”, “ვალენსიას”, “ატლეტიკოს” და “ინტერს” შორის გააკეთებს არჩევანს. არდა თურანმა ჯერ ვერ გადაწყვიტა რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას, თუმცა “ბარსას” დანამდვილებით დატოვებს, რაც შეეხება ხავიერ მასკერანოს ის “ჰებეი ჩაინა ფორჩუნში” გადავა.

ამასთან ერთად “კულეები” დაიმატებენ “შალკეს” ნახევარმცველ ლეონ გორეცკას, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება.