Nike-მა კოუტინიოს ფორმის პრეზენტაცია გააკეთა

540

Nike-ის ოფიციალურმა გვერდმა, რომელიც “ბარსელონას” ტექნიკური სპონსორია, ფელიპე კოუტინიო “ბარსას” ფეხბურთელად ჩათვალა.

“ფელიპე კოუტინიო მზადაა კამპ ნოუზე გაიბრწყინოს. შეიძინეთ ბარსელონას ფორმა ჯადოქრის სახელით მასზე. უფასო პერსონალიზაცია დასაშვებია მხოლოდ 6 იანვრამდე” – დაწერეს Nike-ის საიტზე.

მოგვიანებით პუბლიკაცია წაშალეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანური გამოცემების ცნობით “ბარსელონამ” კოუტინიო 150 მილიონად შეიძინა, თვითონ ბრაზილიელი კი უკვე სახლს არჩევს კატალონიის დედალაქში.