არსენალმა მავროპანოსი შეიძინა

436

“არსენალმა” ბერძნული “პას ჯიანინადან” ცენტრალური მცველი კონსტანტინოს მავროპანოსი შეიძინა, იტყობინება კლუბის ოფიციალური გვერდი.

Guardian-ის ინფორმაციით “პასმა” 20 წლის ფეხბურთელში 2,1 მილიონი ევრო მიიღო. სავარაუდოა, რომ ლონდონელები მას იჯარით გაუშვებენ. სერიოზულ ინტერესს ფეხბურთელისადმი ბრემენის “ვერდერი” გამოხატავს.

მავროპანოსის დებიური ბერძნულ სუპერლიგაში 2016 წლის ნოემბერში შედგა, მას შემდგომ მან ყველა ტურნირზე 20 მატჩის ჩატარება მოახერხა.