პსჟ რონალდოს ასტრონომიულ ფულს სთავაზობს

433

პსჟ-ს ხელმძღვანელობას ძალიან უნდა კრიშტიანუ რონალდო საკუთარ კლუბში იხილოს.

El Confidencial-ის ინფორმაციით, რონალდომ შემოთავაზება სამი კლუბისგან მიიღო. ერთ-ერთი მათგან სწორედ პარიზული გრანდია, რომელიც პორტუგალიელს წელიწადში 60 მილიონ ევროს სთავაზობს.

ტრანსფერში შესაძლოა აგრეთვე ედისონ კავანი ჩაირთოს. გარდა ამისა ფინანსური ფეირ-პლეის არიდების მიზნით ტრანსფერის ხარჯების გარკვეულ ნაწილს საკუთარ თავზე კლუბის სპონსორები აიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში რეალმა უკვე იუარა რონალდოს გაყიდვა თუკი ვინმე მის გამოსასყიდ თანხას – ერთ მილიარდს არ გადაიხდის.