ვის აირჩევს იანისი პირველს All Star-ზე?

500

იანის ანტეტოკუმპომ, რომელიც გულშემატკივართა ხმისმიცემის მიხედვით ლიდერია აღმოსავლეთ კონფერენციაში, განაცხადა თუ ვის აირჩევს პირველს All Star-ზე.

“თუკი ჩემი თანაგუნდელების არჩევის საშუალება არ მექნება, პირველს ლებრონ ჯეიმსს ავირჩევ. ის მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა. ჩვენ შეიძლება ჩამოგვიყალიბდეს კარგი ურთიერთობა და როდესაც გაიხსნება თავისუფალი აგენტების ბაზა, არასდროს იცი ვინ გახდება შენი თანაგუნდელი” – ციტირებს ანტეტოკუმპოს ESPN.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ყველა ვარსკვლავის მატჩში არ მოხდება კონფერენციებით განაწილება. ორი კალათბურთელი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს გახდება კაპიტანი და მისთვის სასურველ გუნდს აირჩევს.