პირსმა NBA-ს ორი ყველაზე ათლეტური მოთამაშე დაასახელა

467

NBA-ს ყოფილი კალათბურთელი პოლ პირსი ლებრონ ჯეიმსს და იანის ანტეტოკუმპოს ლიგის ყველაზე ათლეტურ მოთამაშეებად მიიჩნევს.

“არ მგონია ლებრონი ოდესმე “მილუოკიში” გადავიდეს. იანისი-უბრალოდ… ის და ლებრონი ლიგის ყველაზე ათლეტური მოთამაშეები არიან. ხალხი ვესბრუკის ათლეტურობაზე საუბრობს, თუმცა იანისი მოედნის ნახევარს ბურთის პარკეტზე ორჯერ დარტყმით ფარავს. თუკი ის გააუმჯობესებს სროლას, NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდება” – ციტირებს პოლ პირსს ESPN.

შეგახსენებთ, რომ 39 წლის პირსმა კარიერა გასულ სეზონში დაასრულა. მან NBA-ში 19 სეზონის ჩატარება მოახერხა, რომლებშიც გამოდიოდა “ბოსტონის”, “ბრუკლინის”, “ვაშინგტონის” და “კლიპერსის” შემადგენლობაში.