ბოლტს ფეხბურთელობა სურს

475
LONDON, ENGLAND - AUGUST 04: Usain Bolt acknowledges the crowd during the IAAF World Athletics Championships at the London Stadium on August 4, 2017 in London, United Kingdom. (Photo by Karwai Tang/WireImage)

რვა გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა დაადასტურა ცნობები იმის შესახებ, რომ ფეხბურთში ცდის ბედს.

“ტრავმა უკან მოვიტოვე, კარგ ფორმაში ვარ. მარტში შემოწმებას დორტმუნდში გავივლი, რის შემდეგაც გახდება ნათელი შევძლებ თუ არა საფეხბურთო კარიერის დაწყებას. თუკი “ბორუსიაში” მეტყვიან, რომ საკმარისად კარგი ვარ და ცოტა ვარჯიში მჭირდება, სწორედ ასე მოვიქცევი”

“ჩემი ოცნება “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშია. თუკი დორტმუნდში არ მეტყვიან უარს, ამ მიზნის მისარწევად თავდაუზოგავად ვიშრომებ”

“სერ ალექს ფირგიუსონს ვესაუბრე და ვთხოვე “იუნაიტედში” ჩემ შესახებ სიტყვა ჩაეგდო. მან მითხრა თუკი მოვემზადები და ფორმაში ვიქნები, შეხედავს თუ რისი გაკეთება შეიძლება” – განაცხადა 31 წლის იამაიკელმა.