ლებრონს დაურეკეთ: მეომრების გასახდელში ცხელი წყალი გათიშეს

510

“გოლდენ სტეიტს”, რომელმაც გამთენიისას Quicken Loans Arena-ზე “კლივლენდი” დაამარცხა, მატჩის შემდგომ კურიოზული ისტორია გადახდა.

როგორც ESPN იუწყება, მატჩის დასრულების შემდგომ “მეომრებს” გასახდელში ცხელი წყალი გათიშული დახვდათ. შესაბამისად კალიფორნიელები მხოლოდ ცივ შხაპს დაჯერდნენ, ხოლო მათი ყვირილი გასახდელს მიღმა საკმაოდ შორს ისმოდა.

“მათ რაღაც უნდა იღონონ. ვიღაცამ ლებრონს დაურეკეთ” – ყვიროდა კევინ დურანტი განწირული ხმით.

აღსანიშნავია, რომ გაბრაზებული არავინ დარჩენილა, ყველამ ეს სიტუაცია იუმორით მიიღო. ამასთანავე ბევრი კალათბურთელი მხოლოდ პირის დაბანას დაჯერდა და გადასხედილად თბილად ჩაცმული გავიდა.