კარი და გოლდენ სტეიტი NBA-ში პირველები არიან

529

“გოლდენ სტეიტის” გამთამაშებელი სტეფ კარი და მისი კლუბი NBA-ში ყველაზე პოპულარულები რჩებიან. ამის შესახებ ცნობებს ადასტურებს NBAStore.com-იდან გაყიდული კლუბების ატრიბუტიკა.

მაისურების გაყიდვის მხრივ პირველი კვლავ სტეფ კარია, მესამე ადგილი მისმა თანაგუნდელმა კევინ დურანტმა დაიკავა, ხოლო მათ შორის ლებრონ ჯეიმსი მოექცა.

ტოპ 15 კი ასე გამოიყურება:

1. სტეფ კარი
2. ლებრონ ჯეიმსი
3. კევინ დურანტი
4. იანის ანტეტოკუმპო
5. კრისტაპს პორზინგისი
6. ჯოელ ემბიდი
7. რასელ უესბრუკი
8. ბენ სიმონსი
9. კავაი ლეონარდი
10. ჯეიმს ჰარდენი
11. ლონზო ბოლი
12. კაირი ირვინგი
13. კლეი ტომსონი
14. დამიენ ლილარდი
15. ჯიმი ბატლერი

NBA-ს ყველაზე პოპულარული გუნდების სიაში კი “კლივლენდი” მხოლოდ “მეომრებს” ჩამორჩება, ხოლო “ფილადელფია” 2003/04 სეზონის შემდგომ პირველად ავიდა მესამე ადგილამდე.

გუნდების ტოპ 10:

1. გოლდენ სტეიტი
2. კლივლენდი
3. ფილადელფია
4. ლეიკერსი
5. ნიუ-იორკი
6. მილუოკი
7. ბოსტონი
8. სან-ანტონიო
9. ჩიკაგო
10. ოკლაჰომა