ლივერპულის ნორვეგიელმა გულშემატკივარმა შვილს YNWA დაარქვა

460

“ლივერპულის” ნორვეგიელმა გულშემატკივარმა კენტ სოლჰეიმმა ახალ დაბადებულ გოგოს YNWA დაარქვა. ეს არის აბრევიატურა “წითლების” ჰიმნისა “You’ll Never Walk Alone”.

გოგონას სახელის სწორი წარმოთქმა გახლავთ – უნვა. მთლიანი სახელი კი უნვა-სოფი. ის 2018 წლის 1 იანვარს დაიბადა. აღსანიშავია, რომ გოგონას დედა კარინ ჰეიმი უცნაურ სახელზე თავიდან არ დათანხმებულა.

” მე და ჩემმა შეყვარებულმა ამაზე გასულ ზაფხულს ვიფიქრეთ, როდესაც გაირკვა რომ გოგო გვეყოლება. გადავწყვიტეთ, რომ ორივე ჩვენთაგანი მას თითო სახელს მისცემდა. მე მთელი ცხოვრება “ლივერპულს” ვგულშემატკივრობ, სწორედ ამიტომ ავირჩიე YNWA” – ციტირებს სოლჰეიმს Liverpool Echo.