ALL STAR-ზე გუნდები არატრადიციული ფორმებით გამოვლენ

546

მომავალი ALL STAR ლოს-ანჯელესში 18 თებერვალს შედგება, ორგანიზატორებმა კი გადაწყვიტეს შეცვალონ ტრადიცია, რომელიც უკვე 15 წელს ითვლის.

როგორც ESPN იტყობინება გუნდები თეთრი და შავი მაისურებით გამოვლენ, რომელებზეც მათი ორგანიზაციის ლოგოტიპები იქნება დატანილი.

როგორც წესი აღმოსავლეთის და დასავლეთის გუნდები წითელი და ლურჯი ფორმებით გამოდიოდნენ პარკეტზე, მაგრამ რადგანაც მიმდინარე ღონისძიებაზე კონფერენციებით დაყოფა აღარ მოხდება, ორგანიზატორებმა ამ ტრადიციის შეცვლა გადაწყვიტეს.