ALL STAR-ზე გამარჯვებულებს თანხა გაეზარდათ

451

ლიგის მიზანია კალათბურთელებს გამარჯვების სურვილი გაუზარდოს, სწორედ ამიტომ NBA-მ გააორმაგა საპრიზო თანხა ALL STAR-ის მოგებული გუნდისთვის და ახლა ის 50 ათასის ნაცვლად, 100 ათას დოლარს შეადგენს, იტყობინება ESPN.

წაგებულ გუნდს, კვლავ 25 ათასი დოლარი ერგება. მოთამაშეების აზრით ამგვარი ზომები ხელს შეუწყობს თამაშს უფრო სანახაობრივი გახდეს და კალათბურთელებს მოტივაციას გაუზრდის.

“რა თქმა უნდა, ამით თამაში უფრო საინტერესო გახდება. ეს დიდი სხვაობაა” – აცხადებს “ბოსტონის” გამთამაშებელი კაირი ირვინგი.

“ეს დიდი სტიმულია. ახლა უკვე ჩვენ დაკარგულ ბურთზეც გადავხტებით” – დაამატა ირვინგის თანაგუნდელმა ელ ჰორფორდმა.