ლებრონიც გოლდენ სტეიტში?

464

“კლივლენდის” ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ზაფხულში მოლაპარაკებებს “გოლდენ სტეიტთან” აპირებს.

სახელფასო ჭერის გათავისუფლების შემთხვევაში “მეომრები” ლებრონთან მოლაპარაკების დაწყებას აპირებენ, იტყობინება ESPN. წყაროს ინფორმაციით, ჯეიმსი შეხვდება “გოლდენ სტეიტის” მესვეურებს და კალიფორნიული კლუბის წინადადებას განიხილავს.

სავარაუდოა, რომ ლებრონი მოთამაშის ოფციას გამოიყენებს და “კლივლენდთან” დარჩენილ 1 წლიან კონტრაქტზე უარს იტყვის, რაც მას შეუზღუდავ თავისუფალ აგენტს გახდის.

შეგახსენებთ, რომ ლებრონით აქტიურად ლოს-ანჯელეს “კლიპერსი” ინტერესდება.