წარმოდგენა არ მაქვს: მსაჯები ვერ გაერკვნენ იყო თუ არა პენალტი ლივერპულის კარში

488

“ლივერპული” – “ტოტენჰემის” მატჩის პირველი პენალტის ეპიზოდში მსაჯები საკმაოდ დაბნეულად გამოიყურებოდნენ.

მატჩის მთავარი არბიტრი ჯონ მოსი ასისტენტ ედი სმარტთან მივიდა და განიხილავდა იყო თუ არა პენალტი ჰარი კეინის წაქცევის ეპიზოდში. მათთან ახლოს კრისტიან ერიკსენი და ემრე ჩანიც იმყოფებოდნენ, გთავაზობთ დიალოგს მათი მონაწილეობით:

სმარტი: მე უნდა ვიცოდე მხოლოდ ერთი რამ – შეეხო ლოვრენი ბურთს?

მოსი: არ ვიცი.

სმარტი: თუ ის არ შეეხო ბურთს, მაშინ ეს თამაშგარე მდგომარეობაა და შენ ვალდებული ხარ პენალტი გააუქმო. ვიმეორებ კიდევ ერთხელ თამაშგარე მხოლოდ იმ შემთხვევაშია თუკი ლოვრენი ბურთს არ შეხებია.

ერიკსენი: ის შეეხო ბურთს.

ჩანი: ის არ შეხებია ბურთს.

მოსი-სმარტს: მე მელაპარაკე.

სმარტი: მე მხოლოდ ერთს გთხოვ… გაარკვიე შეეხო თუ არა ლოვრენი ბურთს?

მოსი: სიმართლე რომ გითხრა, წარმოდგენა არ მაქვს. მარტინ (ატკინსონი მატჩის მეოთხე არბიტრი), გაქვს რაიმე გამოსახულება ვიდეოზე? ჰმ… პენალტს ვნიშნავ.