ნიუ-იორკი NBA-ს ყველაზე ძვირადღირებული კლუბია

466

რიგით მესამე სეზონი “ნიუ-იორკ ნიკსი” ჟურნალ Forbes-ის ვერსიით NBA-ს ყველაზე ძვირადღირებული კლუბი ხდება.

“ნიკსის” ღირებულება 9%-ით გაიზარდა და ამჟამად ის 3.6 მილიარდს შეადგენს.

ტოპ 5-ში აგრეთვე მოხვდნენ  “ლეიკერსი” (3.3 მილიარდი, 10%-იანი ზრდა), “გოლდენ სტეიტი” (3.1 მილიარდი, 19%-იანი ზრდა), “ჩიკაგო” (2.6 მილიარდი, 4%-იანი ზრდა) და “ბოსტონი” (2.5 მილიარდი, 14%-იანი ზრდა). ყველაზე დაბალი ფასი “პელიკანსმა” დააფიქსირა – 1 მილიარდი დოლარი 33%-იანი ზრდით.

წელიწადის განმავლობაში NBA-ს ყველა კლუბის ფასმა მოიმატა, ყველაზე მეტად კი – “ფილადელფიამ” (48%-იანი ზრდა). საშუალოდ NBA-ს კლუბი 1.65 მილიარდი ღირს (22%-იანი ზრდით).