სახურავიდან წყალი ჩამოვიდა

484

NBA-ის მორიგი ტურის მატჩი “ნიუ ორლეან პელიკანსს” და “ინდიანა პეისერს” შორის სახურავიდან წყლის ჩამოსვლის გამო გადაიდო.

შეხვედრა თბილისის დროით 05:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ოფიციალურად თამაში მხოლოდ ორი საათის შემდგომ გადაიდო. თამაშის ჩატარების ახალი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საინტერესოა, მოხვდება თუ არა აღნიშნული კურიოზი შაკილ ო’ნილის გადაცემა Shaqtin A Fool-ში.