კლივლენდმა აიზეა ტომასი ლეიკერსში გაცვალა

455

“კლივლენდ კავალიერსმა” თავისი გამთამაშებელი აიზეა ტომასი, მძიმე ფორვარდი ჩენინგ ფრაი და 2018 წლის პირველი რაუნდის პიკი ლოს-ანჯელეს “ლეიკერსში” გაუშვა.

სანაცვლოდ ოჰაიოელებმა “ლეიკერსისგან” გამთამაშებელი ჯორდან კლარკსონი და მძიმე ფორვარდი ლარი ნენს-ჯუნიორი მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ აიზეა ტომასი, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, კლივნელდის მოთამაშე გასულ ზაფხულს გახდა, როდესაც “ბოსტონმა” იგი კაირი ირვინგში გაცვალა.