“ლევერკუზენმა” ბრანდტს გაუხანგრძლივა

427

“ლევერკუზენმა” ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველს, იულიან ბრანტს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. “ფარმაცევტების” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ 21 წლის ფეხბურთელი “ბაიარენაზე” 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

იულიანი “ლევერკუზენის” მეორე გუნდში 2014 წელს “ვოლფსბურგიდან” ჩაირიცხა და ძირითად გუნდში დებიუტი იმავე წელს ჰქონდა. მას შემდგომ 163 შეხვედრა ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში 32-ჯერ ითამაშა, 9 ბურთი შეაგდო და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ბრანდტი გერმანიის ნაკრებში 2016 წელს გამოჩნდა, საკუთარი ქვეყნის მაისური 14-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა.