გატუზო და „მილანი“ 2021 წლამდე ითანამშრომლებენ

382

იტალიური  SKY-ს ცნობით „მილანსა“ და გატუზოს შორის ახალი გრძელვადიანი ხელშეკრულება გაფორმდა. კონტრატის თანახმად იტალიელი სპეციალისტი მილანს 2021 წლამდე გაუძღვება და ამ დროის განმავლობაში ანაზღაურების სახით 2 მილიონს მიიღებს.

ჯენარო გატუზომ „მილანის“ მწვრთნელის პოსტი 27 ნოემბერს ჩაიბარა და მას შემდეგ საკმაოდ სიმპატიური გუნდი დააყენა, რამაც მილანის მესვეურების მხრიდან მის მიმართ ნდობის გამოცხადება და სამუშაოს კარგად შესრულების დაფასება მოხდა.

გატუზოს მიერ მიღწეული შედეგებით „მილანმა“ დაიბრუნა ჩემპიონატიდან ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი , რომელიც მისი წინამორბედის ხელმძღვანელობით შეუძლებლად მიიჩნეოდა. ასევე გუნდი მაისში თასის ფინალში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება, ხოლო ევროასპარეზზე ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან „არსენალთან“ ორი მატჩის ჯამში 5-1 დამარცხდნენ.

ამ წუთას მილანი ჩემპიონატში მე-6 პოზიციას იკავებს და ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე 8 ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის ზონას.