დენი გრინი: ლებრონი სან ანტონიოს მოუხდება

399

“სან ანტონიოს” მცველი დენი გრინი ფიქრობს, რომ “კლივლენდის” ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი, რომელსაც კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, ‘ტეხასელებს” მშვენივრად მოერგება.

” ჩემი აზრით ჩვენი სამწვრთნელო შტაბი მონახავს გზას ლებრონის დასამატებლად. მასთან ერთად ჩვენ ბევრ შეხვედრას მოვიგებთ და ვიქნებით ტიტულის კანდიდატები. ლებრონს მარტოს შეუძლია გუნდი “კონტენდერი” გახადოს. ”

” სან ანტონიოში გრეგ პოპოვიჩია, მაგრამ ბევრი იმაზე იქნება დამოკიდებული, რომელი კალათბურთელების შენარჩუნებას შეძლებს ხელმძღვანელობა. თუკი გუნდში კავაი და ლამარკუსი დარჩებიან, ამის ყურება საინტერესო იქნება” – ციტირებს დენი გრინს SLAM Online.