
უკრაინელმა ვინგერმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დორტმუნდი დატოვოს.
Bild-ის ცნობით “ბორუსია” ზაფხულში საკადრო წმენდას გეგმავს. “შავ” სიაში დორტმუნდელთა 7 ფეხბურთელი მოხვდა, მათ შორის უკრაინის ნაკრების თავდამსხმელი.
მიმდინარე სეზონში იარმოლენკომ დორტმუნდის შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 6 გოლით და 6 საგოლე გადაცემით გამოირჩა.
შეგახსენებთ, რომ ანდრეიმ ტრავმა 27 იანვარს მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ დაბრუნებულა.