ევროლიგის ჩვენებურ ვარსკვლავზე და ცოტა რამ სეზონის შესახებ

388
ჩვენი მომდენო სასაუბრო თემა თორნიკე შენგელია და ევროპული კალათბურთია, რომელიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს ევროლიგაში და ამით ქართულ საზოგადოებას დიდი სიამაყით გვავსებს. მოთამაშე, რომლის „ბასკონიამაც“ უკვე გაინაღდა ფლეიოფში თამაში და ეს დიდწილად სწორედ მისი დამსახურებით ხდება, რაც მთავარია „ბასკონია“ არის გუნდი, რომელიც ყველასთან ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

მსგავსი შესავლით მსურდა პირველი თემატური წერილის დაწყება ევროპულ კალათბურთზე, სადაც ბევრს საუბრობენ თორნიკეს ტალანტზე და მე ვთვლი, რომ ის უკვე პოტენციურად უფრო მაღალი ევროპული დონის გუნდის ანაც ნბა-ს მოთამაშეა. ჩემი აზრით ეს ზაფხული მის კარიერაში გარდამტეხი უნდა აღმოჩნდეს.

ევროლიგის სეზონის დამთავრებამდე ერთი ტური დარჩა და თოკოს სტატისტიკა 13.8 ქულაზე, 6.4 მოხსნაზე და 2.1 პასზე გადის. ვთვლი საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრებია და ამას მისი უკანასკნელ ევრობასკეტზე ეროვნულ ნაკრებში თამაში დავურთოთ მგონი ვთანხმდებით, რომ თორნიკე სხვა დონეზე უნდა გავიდეს(VS ლიტვა 29 ქულა, VS ისრაელი 25 ქულა და 19 მოხსნა). ქართველი მოთამაშე ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მექულე გახდა.

ბოლო ტურის წინ ფლეიოფში გამსვლელი ყველა გუნდი და დაახლოებით წყვილებიც ცნობილია, თუმცა მაინც არსებობს შანსი იმისა, რომ გუნდები ფლეიოფის სტადიაზე სხვაგვარად დაწყვილდეს. შეგახსენებთ, რომ მეტოქეობის ვინაობა 1-8, 2-7, 3-6 და 4-5 ადგილების სისტემით ვლინდება და საინტერესოა თუ
ვიტყვით როგორი წყვილებია დღეის მდგომარეობით

(1)ცსკა – ხიმკი(8)
(2)ფენერბახჩე – ბასკონია(7)
(3)ოლიმპიაკოსი – ჟალგირისი(6)
(4)რეალი – პანათინაიკოსი(5)

ეს კი ბოლო ტურის შეხვედრებია

05.04.2018 ცსკა – ცრვენა ზვეზდა 21:00
05.04.2018 ფენერბახჩე – უნიკახა 21:15
05.04.2018 ოლიმპია მილანო – პანათინაიკოსი 22:45
05.04.2018 ბარსელონა – ხიმკი 23:00
05.04.2018 ბასკონია – ეფესი 23:00
06.04.2018 ოლიმპიაკოსი – ჟალგირისი 20:00
06.04.2018 ვალენსია – მაკაბი 22:30
06.04.2018 რეალი – ბროზე 23:00

ტურის ერთ მატჩზე

გასამართი მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერესს იმ მიზეზით, რომ დიდი ალბათობით „ოლიმპიაკოსი“ და „ჟალგირისი“ ფლეიოფში ერთმანეთზე გავლენ, სწორედ მათი შეხვედრა იწვევს. სერიის წინ ორივე გუნდისთვის ეს იქნება შესანიშნავი საშუალება, რომ მომავალ მეტოქესთან სპარინგ ხასიათის თამაში გამართონ.