კელი ოლინიკმა 2 წუთში მილიონი დოლარი “გააკეთა”

411

“მაიამის” ცენტრმა კელი ოლინიკმა “ატლანტასთან” სკამიდან მხოლოდ 2 წუთი ითამაშა და ბონუსი მილიონი დოლარი დაიმსახურა, იტყობინება ESPN.com.

ოლინიკის კონტრაქტში შემდეგი პუნქტი დევს: თუკი ის სეზონში პარკეტზე 1700 წუთს გაატარებს, ბონუსის სახით 1 მილიონ დოლარს მიიღებს. “ჰოუკსთან” შეხვედრამდე კელის 1698 წუთი ჰქონდა ნათამაშები.

” სადილი, სასმელი, ლუდი, ყველაფერს ის იხდის ახლა. ამიერიდან მის ანგარიშს ყველაფრის საყიდლად გამოვიყენებ” – იხუმრა “მაიამის” მთავარმა მწვრთნელმა ერიკ სპოელსტრამ.