მილანური დერბი მშრალად

417
Fußball, AC Mailand - Inter Mailand Mauro Icardi Inter fallisce un gol allo scadere della partita delusione. Dejection Mauro Icardi after failed a goal Milano 04-04-2018 Stadio Giuseppe Meazza in San Siro Football Calcio Serie A 2017/2018 Milan - Inter. Foto Andrea Staccioli / Insidefoto andreaxstaccioli.

დავიდე ასტორის ტრაგიკულად დაღუპვის გამო გადადებული ტური იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ 3-4 აპრილს ჩანიშნა და ეს დღეც დადგა. განსაკუთრებულ ინტერესს გამოტოვებული ტურის შეხვედრებიდან რა თქმა უნდა მილანური დერბი იწვევდა, სადაც ნომინალური მასპინძელი როსონერი გახლდათ. ამ გუნდების შეხვედრას ინტრიგა ისედაც არ აკლია, თუმცა ამ მატჩის დამატებით საინტერესო ვითარებას ემატებოდა დაძაბული ფონი სატურნიო ცხრილში. ტურამდე „ინტერს“ 58, ხოლო „მილანს“ 50 ქულა ჰქონდა, ქალაქის წითელ მხარეში მოგების მეტი არაფერი იგეგმებოდა, ინტერს კი არ წაგებაც ეყოფოდა იმისთვის, რომ არსებული სიტუაციით თანაქალაქელთან კვლავ 8 ქულიანი ფორა შეენარჩუნებინა და ლიგის ზონაში ადგილი გაემყარებინა.

ზოგადად მომენტებით დახუნძლული შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა და შესაბამისად მეკარეებს მინიმალური საქმე ჰქონდათ. პირველ ნახევარში ყველაზე გამოსარჩევი ორი მომენტი კი საჯარიმოში შეჭრილი კანდრევას მცდელობა, რომელსაც „მილანის“ თინეიჯერი მეკარე იოლად გაუმკლავდა, ხოლო „ინტერის“ სლოვენიელმა კარის დარაჯმა ლეონარდო ბონუჩის საკმაოდ რთული ბურთი აუღო და ასეც უმეტესად გარდამავალი უპირატესობით მიილია პირველი ნახევარი

ასევე გამოსაყოფია ფაქტი, რომ პირველ ნახევარში „ინტერის“ არგენტინელი ფორვარდის მაურო იკარდის მიერ გატანილი გოლი ვიდეორეფერიმ გააუქმა, ანალოგიური კი მეორე ტაიმშიც მოხდა, როცა პატრიკ კუტრონეს აკრობატული მცდელობისას თამაშგარე დაფიქსირდა. ვინც ეს მომენტი იხილა ალბათ დამეთანხმება, რომ ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდოდა.

მეორე ტაიმის ანტიგმირი კი მთლიანად მაურო იკარდია, რომელმაც ორი 100 %-იანი მომენტი ვერ გამოიყენა და „ინტერს“ 3 ქულა ვერ მოუტანა. ასე და ამგვარად 30 ტურის შემდეგ „ინტერი“ 59 ქულით მე-4 , ხოლო „მილანი“ 51 ქულით მე-6 ადგილზეა. პირველი მათგანის შანსები ლიგაზე მოხვედრისა ტურიდან ტურამდე იმატებს ხოლო, „მილანისა“ კი იკლებს.აქვე დავამატოთ, რომ „ინტერმა“ 2005 წლის შემდეგ პირველად მოახერხა ზედიზედ 5 მატჩი კარის მშრალად შენახვა.

ტურის სხვა მატჩებზე

ამ ტურის შემდეგ ექვსეულის ქვემოთ საინტერესო სამეული მივიღეთ. მე-7 – მე-9 ადგილებში სამ გუნდს ერდროულად 47 ქულა მოუგროვდა და მათ შორის „ატალანტა“ , „ფიორენტინა“ და „სამპდორია“ გახლავთ. (უდინეზე 0-2 ფიორენტინა), (ატალანტა 1-2 სამპდორია)

ასევე გამოვყოფდი ბელოტის სამ გოლს თამაშში, რომელიც სერია ა-ს გასული სეზონის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო, როდესაც სეზონში 26 გოლის გატანა შეძლო და მას შარშან ამ პერიოდში ისეთ გუნდებს უკავშირებდნენ, როგორებიც არიან „ჩელსი“ , „მანჩესტერი“ , „მილანი“ და ა.შ თანაც ეს გარიგება 100 მილიონზე ნაკლებად არ ფასდებოდა. წლევანდელ სეზონში კი ბელოტის მონაგარი 24 შეხვედრაში 9 გატანილი გოლს უტოლდება, რაც გასული სეზონის შემდეგ მისი ტრანსფერის შანსებსა და სატრანსფერო ღირებულებას აუცილებლად შეამცირებს (ტორინო 3-0 კროტონე)

ამასობაში აუტსაიდერებსა და გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებსაც მივაქედით, სადაც „ჯენოას“ ტურამდე შედარებით სხვაზე უკეთესი სიტუაცია ნამდვილად ჰქონდა და ამ ტურში მოპოვებული გამარჯვებით უფრო და უფრო მოშორდა სერია ა-დან დაქვეითების საფრთეს, ვერონაში 9 კაციანმა „სასუოლომ“ „კიევოს“ ბოლო წუთებში საყაიმო ანგარიში დაუფიქსირა, რამაც ორივე გუნდისთვის გასავარდნ ზონასთან 5 ქულიანი დაშორება გამოიწვია, ხოლო „ჰელას ვერონამ“ „ბენევენტოსთან“ წაგებით ვითარება მნიშვნელოვნად გაიუარესა 8 ტურით ადრე 4 ქულით ჩამორჩება მე-17 ადგილოსან „სპალს“ (ჯენოა 2-1 კალიარი) (კიევო 1-1 სასუოლო) (ბენევენტო 3-0 ჰელას ვერონა)