ჟარდიმი ჩელსის 7.5 მილიონი დაუჯდება

377

“მონაკოს” მთავარმა მწვრთნელმა შესაძლოა “ჩელსი” ჩაიბაროს.

პორტუგალიელი სპეციალისტით “არისტოკრატები” ინტერესდებიან, რომლებიც სეზონის მიწურულს ანტონიო კონტესთან დამშვიდობებას გეგმავენ. Yahoo-ს ცნობით “ლურჯებმა” უკვე დაიწყეს მონაკოს მესვეურებთან მოლაპარაკება.

ჟარდიმს მონაკოელებთან კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს და მისი გამოსასყიდი თანხა 7.5 მილიონი ევროა.

ჟარდიმის გარდა “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტომას ტუხელი და ლუის ენრიკე განიხილებიან.