ბუნდესლიგა. 29-ე ტურის ანონსი

416

                                               აუგსბურგი-ბაიერნი

შაბათი 7 აპრილი, აუგსბურგ არენა 17:30 საათზე

“ბაიერნი” საკმაოდ კარგ ფორმაშია, რაც ჩემპიონთა ლიგაზე “სევილიასთან” სტუმრად გამარჯვებაშიც აისახა, მოგების შემთხვევაში კი ავტომატურად ჩემპიონობას იფორმებს. “აუგსბურგი” მართალია ცხრილის შუა ნაწილში იმყოფება, თუმცა ძალიან არასტაბილურად გამოიყურება. უკანასკნელ 5 მატჩში მათ მხოლოდ ერთხელ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.

სავარაუდო შემადგენლობები

აუგსბურგი: ჰიტცი – შმიდი, ხედირა, გუველეუ, ჰიტერენგერი, მაქსი – ბაიერი, მორევეკი – კაიუბი, კო, გრეგორიჩი
ბაიერნი: ულრაიხი – კიმიხი, ჰუმელსი, ბოატენგი, რაფინია – მარტინესი, მიულერი, ხამესი – რობენი, რიბერი, ლევანდოვსკი

პროგნოზი: 1-3

კიოლნი-მაინცი

შაბათი 7 აპრილი, რაინენერჯი სტედიუმი, 17:30 საათი

მატჩი გადარჩენისთვის და ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. მე-17 ადგილოსანი “კიოლნი” მე-16 ადგილოსან “მაინცს” 6 ქულით ჩამორჩება და დამარცხების შემთხვევაში მეორე ბუნდესლიგაში გავარდნა 99%-ით გამოწერილი აქვს. თუმცა “მაინცი” საკმაოდ ცუდ ფორმაშია და ბოლოს გამარჯვება 6 ტურის წინ იზეიმა. “თხები” კი ბოლო 5 მატჩში 2 გამარჯვებით იწონებენ თავს.

სავარაუდო შემადგენლობები

კიოლნი: ჰორნი – მაროჰი, მერე, ჰაინცი – ჰექტორი, კოზიელო, ჰიოგერი, რიისე – ოსაკო, ბიტენკური, ცოლერი
მაინცი: ადლერი – ბელი, ბგამინი, ჰაკი – ბროსინსკი, ლაცა, სერდარი, დონატი – დე ბლასისი, ოზთუნალი, ბერგრინი

პროგნოზი: 2-0

                                          დორტმუნდი-შტუტგარტი

კვირა 8 აპრილი, სინგალ იდუნა პარკი , 17:30 საათი

დორტმუნდელები წინა ტურში სტუმრად “ბაიერნთან” 6-0 განადგურდნენ და ამ მატჩში მიუხედავად საკმაოდ სუსტი ფეხბურთისა რეაბილიტაციას შეეცდებიან, თანაც გუნდს მარკო როისი უბრუნდება. “შტუტგარტი” ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგად გამოიყურება, გუნდმა სათამაშო რიტმი იპოვნა რაზეც სატურნირო ცხრილში მის მერვე ადგილოსნობა მოწმობს. გამარჯვების შემთხვევაში ისინი საკმაოდ მიუახლოვდებიან ევროპა ლიგის ზონას.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი: ბიურკი – შმელცერი, აკანჯი, სოკრატისი, პიშჩეკი – ვაიგლი, დაუდი, გიოტცე, როისი, შურლე – ბაჩუაი
შტუტგარტი: ცილერი – პავარდი, კამინსკი, ბადშტუბერი, ინსუა –  ტომი, აოგო, აჩაჩიბარი, გენტნერი – გინჩეკი, გომესი

პროგნოზი: 1-1

                                           ლაიპციგი-ლევერკუზენი

ორშაბათი 9 აპრილი, რედ ბულ არენა, 22:30 საათი

უდავოდ ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელიც ორშაბათის მატჩად იქნა გამოტანილი. “ლაიფციგმა” ფორმა აკრიფა რასაც 2 ტურის წინ “ბაიერნის” დამარცხებაც მოწმობს და ჩემპიონთა ლიგის ზონაშიც შევიდა, რაც შეეხება ლევერკუზენს, ჰაიკო ჰერლიხის ბიჭები სტაბილურად კარგი თამაშის ჩვენებას ვერ ახერხებენ, რაც ზოგჯერ ანგარიშშიც აისახება, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესასვლელად აქტიურად იბრძვიან და ამჟამად მეხუთე ადგილზეც იმყოფებიან.

სავარაუდო შემადგენლობები

ლაიპციგი: გულაში – ლაიმერი, კონატე, ორბანი, ბერნარდო – ფორსბერგი, დემე, კეიტა, ბრუმა – ვერნერი, ოგუსტინი
ლევერკუზენი: ლენო – ვენდელი, ს.ბენდერი, ტა, რეტსოსი – არანგისი, ბაუმგარტლიგერი, კორი – ბაილი, ბრანტი, ფოლანდი

პროგნოზი: 1-0