გამარჯვება რეკორდის თანხლებით

566

გუშინ რომის „ლაციომ“ ევროპა ლიგაზე თავის მორიგ შეხვედრაში იმარჯვა და ამით ნახევარფინალს მიუახლოვდა. სიმონე ინძაგის გუნდმა ავსტრიულ ,,ზალსბურგს” 4-2 სძლია და ძალზედ ახლოსაა ფლეიოფში ზედიზედ მესამე ეტაპის გადალახვასთან. წინა ორ შემთხვევაში იტალიურმა კლუბმა ,,სტიაუა” და ,,დინამო კიევი” ჩამოიცილა.

ეს მატჩი რომაული კლუბისთვის რამდენიმე მიზეზით გამორჩეული გამოდგა, რადგან გუშინ ბიანკოჩელესტეს თავკააცი იუბილარი იყო, რომელიც 42 წლის შესრულდა, ხოლო შეხვედრაში მარკოს პაროლოს გოლი ევროტურნირების ისტორიაში გუნდისთვის 300-ე აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 12 აპრილს თბილისის დროით 23:05-ზე რედ ბულ არენაზე შედგება.