მოღალატე ბრუნდება?

495

მიუხენის “ბაიერნის” მცველი მატს ჰუმელსი შესაძლოა “დორტმუნდში” დაბრუნდეს.

Sportnachrichten-ის ცნობით მატსს მიუხენულ კლუბში პრობლემები აქვს და “დორტმუნდის” დატოვებას ნანობს. სავარაუდოთ გერმანიის ნაკრების ძირითადი მცველი იუპ ჰანკესის შემცვლელის ვინაობის გარკვევას დაელოდება და ამის შემდგომ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი საფეხბურთო პორტალი Transfermarkt-ი ჰუმელსის “დორტმუნდში” დაბრუნების შანსებს 20%-ით აფასებს.