ნიუ იორკის შტატის პოლიციამ კონორ მაკგრეგორი დააკავა

1934

ნიუ იორკის შტატის პოლიციის ინფორმაციით, Barclays Center-ში შეჭრისა და UFC 223-ის ავტობუსზე თავდასხმის გამო, კონორ მაკგრეგორი დაკავებულია.

UFC-ის პრეზიდენტის დანა უაითის თქმით, რამდენიმე მებრძოლია დაშავებული.

დიდი ალბათობით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ UFC 223-ის პრესკონფერენციის შემდეგ ხაბიბმა მაკგრეგორის თანაგუნდელ არტიომ ლობოვს სილა გააწნა.

შერეული ორთაბრძოლების ვარსკლავი კონორ მაკგრეგორი დაკავებულია Barclays Center-ში შეჭრის გამო, ამ ინფორმაციას News 4 ავრცელებს.

წყაროში ნათქვამია, რომ მაკგრეგორს სასამართლოს წინაშე მოუწევს თავის მართლება იმ ველური ქმედებების გამო, რაც UFC 223-ის მებრძოლების წინააღმდეგ ჩაიდინა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ იღებს მეტალის დიდ საგანს კონორი და როგორ ცდილობს ავტობუსისკენ წაღებას. ნასროლი სკამებისა და ნაგვის ურნების გამო, დაზიანდა ავტობუსი და ტრავმა მიიღო რამდენიმე მებრძოლმა, რომელიც შიგნით იმყოფებოდა.

“ისინი ავტობუსს ნაგვის ურნებს და მეტალის ნივთებს ესროდნენ. ჩიესა მძიმედაა დაშავებული. ყველანი შოკირებული ვართ. ეს ყველაზე საშინელი რამაა, რაც ჩვენს კომპანიას ოდესმე დამართნია” – აღნიშნა დანა უაითმა.

მისივე თქმით, ამის შემდეგ მაკგრეგორის მხურვალე გულშემატკივარი აღარავინ იქნება.