სალაჰის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია

410

ცნობილი გახდა “ლივერპულის” თავდამსხმელის, მუჰამედ სალაჰის ტრავმის დეტალები.

საზარდულის კუნთის დაზიანების გამო, სალაჰი შაბათს გასამართ თამაშს “ევერტონთან” გამოტოვებს, თუმცაღა შესაძლებელია “მანჩესტერ სიტისთან” განმეორებით მატჩში, რომელიც სამშაბათს გაიმართება, მონაწილეობა მიიღოს.

რაც შეეხება “წითლების” ნახევარმცველ ემრე ჩანს, მას კვლავ ზურგის პრობლემები აქვს. ის ნამდვილად ვერ დაეხმარება “ლივერპულს”, “ქალაქელებთან” განმეორებით შეხვედრაში და ამასთან კიდევ რამდენიმე კვირას გამოტოვებს.