ბოლო ამოსუნთქვაზე მყოფი სერია ა (31-ე ტურის ანონსი)

668

07.04.2018 ბენევენტო – იუვენტუსი 17:00

შუა კვირაში „რეალის“ მიერ დამარცხებული „იუვენტუსი“ ხასიათის გამოკეთებას და სკუდეტოს ბრძოლაში  მოპოვებული 4 ქულიანი უპირატესობის გაზრდას მინიმუმ „ნაპოლის“ შეხვედრამდე „ბენევენტოს“ დამარცხებით ეცდება. მასიმილიანო ალეგრის გუნდი პირველ პოზიციას იკავებს და სწორედ „ნაპოლის“ უსწრებს 4 ქულით, რომელიც თავის შეხვედრას კვირას გამართავს და საკუთარ მოედანზე „კიევო“ ვერონას უმასპინძლებს (18:00 ნაპოლი – კიევო)

07.04.2018 რომა – ფიორენტინა 20:00

ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა „იუვენტუსის“ მსგავსად მიმდინარე კვირაში გამართულ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მძიმე მარცხი განიცადა და ფაქტიურად გადაწყვეტილია, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე  ნახევარფინალი იტალიური გუნდის გარეშე ჩაივლის. „რომა“ კი მის მორიგ მატჩს ჩემპიონატის ეგიდით „ფიორენტინასთან“ საკუთარ კედლებში გამართავს, რასაც ფონად ყველაფრის მიუხედავად „ბარსელონასთან“ განმეორებითი შეხვედრა ადევს და პროგნოზის სახით ვიტყვი, რომ გადაჭრით რომაელთა გამარჯვების ვარაუდი ეს მარტივი სულაც არ არის, თანაც „ფიორენტინამ“ უკანასკნელ ოთხ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა და ევროპა ლიგის ზონასთან უფრო კერძოდ მილანამდე 4 ქულა აშორებს. ჯენარო გატუზოს გუნდი ტურის ბოლო შეხვედრაში სასუოლოს უმასპინძლებს, სადაც როსონერის შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვთ, რადგან მათი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსები ყოველი ტურის შემდეგ მცირდება. (22:45 მილანი – სასუოლო)

07.04.2018 სამპდორია – ჯენოა 22:45

შაბათი დღის გვირგვინი „ლუიჯი ფერარისზე“ გასამართი გენუური დერბი იქნება, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება. ეს დერბი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მატარებელია მდიდარ საფეხბურთო ქვეყანაში. მათი შეხვედრა  ზოგადად იტალიის ერთ-ერთი  გამორჩეული დაპირისპირებაა. ამ ეტაპზე „ჯენოას“ სერია ა-ში დარჩენა თითქმის გადაწყვეტილი აქვს, ხოლო მარკო ჯამპაოლოს გუნდი ჯერაც იბრძვის ევროპა ლიგაზე გასასვლელად და ზუსტად ის მიზანი აქვთ, რაც ზემოთ „ფიორენტინაზე“ საუბრისას ავღნიშნე.

08.04.2018 ტორინო – ინტერი 14:30

კვირის შეხვედრებიდან ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება ტურინის ოლიმპიურ სტადიონზე შედგება, სადაც ადგილობრივი „ტორინო“ მილანის „ინტერს“ დაუხვდება. საკმაოდ სიმპატიური შეტევის მქონე მასპინძლებთან მილანელებს, რომელიც ყველაზე ახლოს არიან ჩემპიონთა ლიგის საგზურთან რთული მატჩი ელით, თანაც ბოლო ტურში „ტორინოს“ კაპიტანმა ანდრეა ბელოტიმ კროტონეს წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი გაიფორმა და ის კვლავ ეცდება თავის გამოჩენას. „ინტერმა“ კი გამოტოვებული შეხვედრა „მილანთან“ ნულოვანი ფრით დაასრულა და ცხრილში მე-4 პოზიციას 59 ქულით იკავებს.

08.04.2018 უდინეზე – ლაციო 20:00

ნაევროპალიგები რომის „ლაციო“ ქალაქ უდინეს ეწვევა და ტურნირის მოგებასთან ერთად ლიგის ოთხეულში მოხვედრაზეც გააგრძელებს ბრძოლას, სეზონის ამ ფაზაში სიმონე ინძაგის გუნდს კარგი გარანტიები გააჩნია იმისა, რომ საბოლოოდ სეზონის წარმატებით დასრულება შეძლოს. მე კი შეგახსენებთ, რომ რომაელებმა ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაში 4-2 იმარჯვეს და სერიოზული ნაბიჯი გადადგეს ნახევარფინალური სტადიისაკენ.

ტურის სხვა მატჩები

07.04.2018 სპალი – ატალანტა 20:00

08.04.2018 კროტონე – ბოლონია 17:00

08.04.2018 ჰელას ვერონა – კალიარი 17:00