დიბალას 50-ე და მინიმუმ ხვალამდე მოპოვებული 7 ქულიანი უპირატესობა

467

იტალიის სერია ა-ს 31-ე ტურის პირველ შეხვედრაში გათამაშების ბოლოადგილოსანმა ,,ბენევენტომ” საკუთარ მოედანზე ტურინის ,,იუვენტუსს” უმასპინძლა და 2-4 დამარცხდა. შეხვედრა ძალზედ საინტერესოდ წარიმართა და როგორც უკვე გითხარით მატჩის მაყურებელმა 6 გატანილი გოლი იხილა. ანგარიში ,,იუვემ” გახსნა, საიდანაც თავი არგენტინელმა პაულო დიბალამ გამოიჩინა, რომელმაც შეხვედრა 3 გოლით და ტურინულ კარიერაში კიდევ ერთი ახალი მიღწევით დაასრულა, რომელიც მის კარიერაში 50-ე გოლს გულისხმობს სერია ა-ში ბიანკონერის მაისურით.

,,ბენევენტოდან” დუბლი მალელმა ფორვარდმა ჩეიკ დიაბატემ გაიფორმა, საბოლოო ანგარიში კი შეხვედრაში დუგლას კოშტამ დააფიქსირა.

ტურინის ,,იუვენტუსი” ამ გამარჯვებით მინიმუმ ხვალამდე უახლოეს მდევარ ,,ნაპოლისთან” 7 ქულიანი სხვაობით დაწინაურდა.

პ.ს დიბალას უკვე 51 გოლი აქვს