ევროპა ლიგის კვირის სიმბოლური

517

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ლონდონის “არსენალის” ხუთი მოთამაშეა. ინგლისელებმა “ემირეითს სთედიუმზე” მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მოსკოვის ცსკა 4:1 დაამარცხეს, სიმბოლურში კი დუბლის ავტორები აარონ რემსი, ალექსანდრ ლაკაზეტი და საგოლე გადაცემების ავტორები ექტორ ბელერინი და მესუთ იოზილი მოხვდნენ. მათ გარდა კი საუკეთესო გუნდში შკოდრან მუსტაფიც შეიყვანეს.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სიმბოლური გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: პიტერ გულაჩი (“ლაიპციფი”);

მცველები: ექტორ ბელერინი, შკოდრან მუსტაფი (ორივე “არსენალი”), დიეგო გოდინი, ხუანფრანი (ორივე “ატლეტიკო”);

ნახევარმცველები: ემილ ფორსბერგი (“ლაიპციგი”), ლუკას ლეივა, სენად ლუჩიჩი (ორივე “ლაციო”), აარონ რემსი (“არსენალი”);

თავდამსხმელები: მესუთ იოზილი, ალექსანდრ ლაკაზეტი (ორივე “არსენალი”).