პრეზიდენტმა 19 ფეხბურთელი დასაჯა

532

“სპორტინგის” პრეზიდენტმა ევროპა ლიგაში “ატლეტიკოსთან” დამარცხების შემდგომ საკუთარი კლუბის მოთამაშეები საჯაროდ გააკრიტიკა.

ეს არ მოეწონათ თავად ფეხბურთელებს, რომლებმაც ერთხმად განაცხადეს, რომ პრობლემები კლუბის შიგნით უნდა წყდებოდეს და თავის მხრივ პრეზიდენტი გააკრიტიკეს.

თავის მხრივ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა ოპოზიციონერი დაისჯება: ” მე გული მერევა ამ გათამამებული პატარა ბავშვებისგან, რომლებიც არაფერს სცემენ პატივს”

მაშასადამე დი კარვალიომ 19 ფეხბურთელი დასაჯა, დასჯას მხოლოდ პირველი გუნდის რამდენიმე წევრი გადაურჩა, ესენი არიან: რომენ სალენი, ლუის მაკსიმილიანი, ანდრე პინტო, ჟერემი მატიე, იოსიპ მისიჩი და ბას დოსტი.

გამოცემა O Jogo ირწმუნება, რომ არცერთი 19 ფეხბურთელი არ იქნება კვირას გასამართ შეხვედრაში, “პასუშ ფერეირასთან” და მათ სარეზერვო გუნდის ფეხბურთელები ჩაანაცვლებენ.