გენუური 0-0 და ,,რომას“ მე-6 მარცხი შინ

475

ტური ,,იუვენტუსის“ გამარჯვებით დაიწყო და ამაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. ახლა კი დღის მეორე ნახევარზე მოგიყვებით, სადაც თბილისის დროით 20:00-ზე დაგეგმილი მატჩებიდან შედარებაც არ არის, რომ განსაკუთრებულ ინტერესს ,,რომასა“ და ,,ფიორენტინას“ შეხვედრა იწვევდა. ალბათ გახსოვთ ტურის პრევიუში, როდესაც პროგნოზის სახით გითხარით, რომ ,,რომას“ გამარჯვება გადაჭრით ნამდვილად არ ივარაუდებოდა და დი ფრაჩენსკოს გუნდს რთული შეხვედრა ელოდა. საბოლოოდ ჩემი პროგნოზიც გამართლდა და ,,ფიორენტინამ“ 2-0 იმარჯვა, რასაც სტეფანო პიოლის გუნდმა პირველივე ტაიმში მიაღწია, შესაბამისად მეორე ნახევარში მასპინძლთა მცდელობები სრულიად უშედეგოდ დასრულდა და ამით დედაქალაქური კლუბის ამჟამინდელი სატურნირო პოზიცია შეირყა, რადგან თავისი მატჩები, ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვთ, როგორც ,,ინტერს“ , ასევე ,,ლაციოს“ და ისინი ძალიან ახლოს არიან მე-3 პოზიციასთან, რომელსაც ჯერ კიდევ კვლავ ,,რომა“ იკავებს. (რომა 60, ინტერი 59 და ლაციო 57)

ამ მატჩის პარალელურად ,,სპალმა“ ბერგამოს ,,ატალანტას“ უმასპინძლა, სადაც გუნდებმა აღნიშნულ შეხვედრაში ქულები გაიყვეს. ტიაგო ჩიონეკის მიერ გატანილ გოლს ჯანპიერო გასპერინის გუნდიდან შეხვედრის 78-ე წუთზე მარტენ დე რუნმა პენალტის ნიშნულიდან უპასუხა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. (1-1)

დღის უკანასკნელი შეხვედრა კი უგოლო გამოდგა, სადაც ერთმანეთს გენუელები შეებნენ ,,ლუიჯი ფერარისზე“ გამართულ შეხვედრაში ,,სამპდორია” საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, თუმცა მათ არ უმართლებდათ და მატია პერინიც მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ. ისე ორჯერ დავიდე ბალარდინის გუნდმა შეძლო გოლის გატანა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ჯერ გორან პანდევი, ხოლო შემდეგ ანდრეი გალაბინოვი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.