ბაიერნმა რობენის და რიბერის ბედი გადაწყვიტა

375

“ბაიერნის” დირექტორმა საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ განცხადება გააკეთა საკუთარი კლუბის ვინგერებზე, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები გახდებიან.

რუმენიგემ განაცხადა, რომ “რეკორდმაისტერი” გაუხანგრძლივებს კონტრაქტებს 35 წლის ფრანგს და 34 წლის ჰოლანდიელს.

” არ მგონია რამემ ხელი შეგვიშალოს და მათ ახალი კონტრაქტები ვერ გავუფორმოთ. რიბერი და რობენი გახდნენ ჩვენი კლუბის ისტორიის განუყოფელი წევრები. ახალი ხელშეკრულებები უკვე შეთანხმებულია, დარჩა მხოლოდ ხელმოწერები” – აცხადებს რუმენიგე.

შეგახსენებთ, რომ რიბერისთვის მიმდინარე სეზონი მეთერთმეტეა “ბაიერნის” შემადგენლობაში, რობენისთვის კი – მეცხრე.