,,მილანმა“ საჩუქარი ვერ შეირგო

532

იტალიის სერია ა-ს 31-ე ტურის უკანასკნელი შეხვედრა სან-სიროზე გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ,,მილანმა“ ,,სასუოლოს“ უმასპინძლა და  კონკურენტებისგან მიღებული შანსი ვერ გამოიყენა. მთელი თამაშის განმავლობაში ,,მილანი“ ფლობდა უპირატესობას და მეტოქის კარში გოლის გატანის უამრავი მცდელობაც ჰქონდა, მაგრამ ეს არ იყო ის, რითიც შეიძლება ლიგაზე გასვლა დაიმსახურო, ფაქტია ,,მილანში“ კიდევ ბევრი სამუშაოა, იმისთვის, რომ ეს გუნდი ოთხეულის მუდმივ წევრად ჩამოყალიბდეს.

საბოლოო ჯამში როსონერიმ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია და შეხვედრაში ფრე 1-1 ითამაშა, სადაც მშვენივრად გამოიყურებოდა სტუმართა გოლკიპერი ანდრეა კონსილი, რომელიც ფაქტიურად უშეცდომო გახლდათ და ჩემი აზრით ,,სასუოლოს“ მიერ აღებული ქულა სრულიად მისი დამსახურება გახლავთ.

შეხვედრაში ანგარიში მატეო პოლიტანომ გახსნა, ხოლო ,,მილანიდან“  წონასწორობა ნიკოლა კალინიჩმა აღადგინა. 95-ე წუთზე კი კონსილიმ პატარა საოცრება მოახდინა და ბონავენტურას ურთულესი დარტყმული კუთხურზე მოიგერია, რომელიც ,,მილანისთვის უშედეგოდ დასრულდა.

,,მილანს“ კი ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად მხოლოდ და მხოლოდ მიზერული შანსებიღა, რჩება, რომელიც მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე ჩემპიონობისთვის მებრძოლ ,,ნაპოლისთან“ უნდა შეინარჩუნოს, რაც ალბათ დამეთანხმებით ურთულესი შესასრულებელი, რამ იქნება.